გურიაში დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახები ერთი წელია დახმარებას ელოდებიან - სად წავიდა თანხები?

28.12.25 11:59
გურიაში დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახები ერთი წელია დახმარებას ელოდებიან - სად წავიდა თანხები?

გურიაში, 2024 წლის თებერვლის დიდთოვლობის შემდეგ, რამდენიმე ასეული ოჯახის საცხოვრებლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მათი ნაწილი დროებით ნაგებობებში ცხოვრობს, ნაწილი კი დაზიანებულ სახლებს აფარებს თავს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ დაზიანებულ შენობებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსაფრთხოების რისკები გაიზარდა და არსებობს საფრთხე, რომ კონსტრუქციამ ვერ გაუძლოს.

მოვიდნენ, ზომა აუღეს სახლს და წავიდნენ. ამას ახლა შევაფასებთო, მერე ტენდერებზე დავდებთო... ბრეზენტი გამომიგზავნეს ერთი ცალი და ზმთარში შეშა, დიდი მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ ქარმა კი დამიხია ეს ბრეზენტი, - ამბობს ადგილობრივი. 

დაპირებით არაფერს დაგვპირებიან. შევხედავთო და თუკი რამე საშუალება იქნება, დაგეხმარებითო, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დახმარების მიზნით ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გამოიყო, თუმცა დაზარალებულებამდე არცერთი თეთრი არ მისულა. 

ერთი წლის წინ, როდესაც ადამიანები საჭმლის და წყლის გარეშე იყვნენ ჩარჩენილები სტიქიაში და თოვლში, ამ დროს გურიის დელეგატი ჩიგოგიძე იმაზე ზრუნავდა, როგორ მოეპარა ამ ხალხისთვის გამოყოფილი ფული. მაშინ, როდესაც ადამიანები ჭერის გარეშე დარჩნენ, ქოცებს ერიცხებოდათ პრემიები, რომ კარგად იმუშავეს თურმე. თავზე რომ აწვიმდათ და ათოვდათ ამ ადამიანებს, მილიონები გამოყო მათთვის ბიუჯეტიდან, ხელშეკრულებუ ამის ოფიციალურად, თეთრი არ მისულა ამ ადამიანებამდე, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. 

ამ ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება დუმს. ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა, სად წავიდა ფული?

 

მსგავსი სიახლეები