"ამოღებულია 2.5 კგ-მდე გამომშრალი მარიხუანა და იარაღი" - პოლიციამ მარნეულში პირი დააკავა

28.12.25 12:34
"ამოღებულია 2.5 კგ-მდე გამომშრალი მარიხუანა და იარაღი" - პოლიციამ მარნეულში პირი დააკავა

მარნეულში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს. ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან კი ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები