გოჭი 300, ინდაური 250 ლარი - რა ჯდება საახალწლო სუფრა წელს? (გამოკითხვა)

28.12.25 13:26
გოჭი 300, ინდაური 250 ლარი - რა ჯდება საახალწლო სუფრა წელს? (გამოკითხვა)

რა ჯდება საახალწლო სუფრა წელს? - "პირველებმა" მოსახლეობა გამოკითხა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროდუქტებზე და განსაკუთრებით ხორცპროდუქტებზე, ფასები კატასტროფულად გაზრდილია, ამიტომ წელს "მცირედით შემოიფარგლებიან". 

გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოები არიან მოვაჭრეებიც, რადგან მათი თქმით, მყიდველი, ფაქტობრივად, არ ჰყავთ. 

გოჭი 250-დან 300 ლარამდეა, ინდაურია 150-დან 200 ლარამდე. ანუ კილო 40 ლარი. ჯერჯერობით ვერ ვყიდით. გაჭირვებაა, ყველაფერი გაძირდა და ესეც, - ამბობს მოვაჭრე.

მოქალაქეები "ოცნების" პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ. ამბობენ, რომ "მთავრობას ღრმა ძილით სძინავს" და მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება. 

არ შეიძლება, ასე ღრმა ძილში იყოს მთავრობა და თურმე ახლა მიხვდნენ, რომ ფსებია გაძირებული. მე მესმის, მაგათ რომ მკვეთრად მაღალი ხელფასები აქვთ ჩვენთან შედარებით, ვერც შევადარებ, მაგრამ რავიცი, ჰკითხონ ოჯახის წევრებს, თვითონ არ დაბრძანდებიან ალბათ მარკეტებში, რა ფასებია, რას იხდიან. ცოტა ჩვენსენაც გადმოიხედონ. ასე ვერ გაძლებენ, ანუ ხალხის გარეშე მთავრობა ვერ იქნება, - ამბობს მოქალაქე. 

ინდაურში 115 ლარი მივეცით. არ გვჯერა (კობახიძის), აბა, რა არის დასაჯერებელი? - ამბობს მოქალაქე.

 

 

მსგავსი სიახლეები