სასამართლოში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სეს-ის თანამშრომლის პროცესი იწყება - როგორი იქნება ვერდიქტი

28.12.25 15:13
სასამართლოში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სეს-ის თანამშრომლის პროცესი იწყება - როგორი იქნება ვერდიქტი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საჯარო მოხელე სასამართლოში მიიყვანეს. პროცესი ამ წუთებში იწყება. განსასჯელის სკამზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთან ერთად მისი თანამრაზველი ზის - მოქალაქე, რომელმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენელს 560 ლარის ქრთამი გადასცა. ორივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. 

ეს ეპიზოდი არის სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომელი იყო ეს ქალბატონი და დამზადებას ედავებიან, 8 ცალი ყალბი მოწმობა დაამზადა ვეტერინარმა. აღიარებს ცადენილ დანაშაულს, - ამბობს ადვოკატი როსტომ ლაზარია.

გაუშვებს თუ არა მოსამართლე დავით კურტანიძე დაკავებულებს ორთვიან წინასწარ პატიმრობაში, ცოტა ხანში გაირკვევა. 

სუს-მა დააკავა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც 560 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან. შემთხვევა კასპში მოხდა. მდინარაძის უწყების მტკიცებით, საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები საჯარო მოხელემ ისე დაამზადა, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები