ქრთამის აღებისთვის დაკავებული სესის თანამშრომელი და მისი თანამზრახველი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

28.12.25 17:48
ქრთამის აღებისთვის დაკავებული სესის თანამშრომელი და მისი თანამზრახველი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებული საჯარო მოხელე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ადგილზე თათბირით მოსამართლე დავით კურტანიძემ გადაწყვიტა, რომ გირაოთი არ უნდა გაეთავისუფლებინა ხათუნა კახიშვილი და მისი თანამზრახველი ნიზამ შარიფოვი.

ბრალდებულს სიმსივნე აქვს, ამის გამო ადვოკატი მის გირაოთი გამოშვებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა.

ბრალდებულებმა პროცესზე დანაშაული აღიარეს. 

სხდომის შემდეგ პროკურორმა საქმის დეტალებზე  და იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საქმეში დევს. 

საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე ფარული საგამოძებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის არის ვიდეჩანაწერები, რომელიც პირდაპირ ასახავს ფაქტობრივ გარემოებებს, თუ როგორ ახდენს სააგენტოს თანამშრომელი ქართამის მოთხოვნას და აღებას და ამზადებს ყალბ დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც არ ხდებოდა ამ ხორცის შემოწმება, არ ხდებოდა პირუტყვის შემოწმება და ხდებოდა უშუალოდ დოკუმენტის დამზადება, რომელიც ტავისთავად იყო ყალბი. სქემა ასეთია სესის თანამშრომელი უშუალოდ მიმაგრებული იყო ბრალდებულის ცხოველთა სასაკლაოზე, ამ სასაკლაოზე უნდა მომხდარიყო ცხოველის მიყვანა, უშუალოდ შემოწმება, ამის შემდგომ დაკვლა და ამის შემდგომ რეალიზაციისთვის საჭირო ვეტერინარული მოწმობის დამზადება, თუმცა მათი როლი იმაში გამოიხატება, რომ ჩართული იყო სასაკლაოს დირექტორიც, მფლობელიც, მისი მეშვეობით ერთობლივად ხდებოდა ამის დაგეგმვა. იცოდა წინასწარ, რომ არავინ მიიყვანდა იქ პირუტყვს, შესაბამისად, მოხდებოდა თანხის აღება და სანაცვლოდ ყალბი დოკუემნტის გაცემა, - თქვა სხდომის შემდეგ პროკურორმა. 

სუს-მა დააკავა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც 560 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან. შემთხვევა კასპში მოხდა. მდინარაძის უწყების მტკიცებით, საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები საჯარო მოხელემ ისე დაამზადა, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები