ხალხი სურსათზე წინასაახალწლო ფასებით უკმაყოფილოა - ვინ არის პასუხისმგებელი?
ის, რასაც ხალხი წელიწადში ერთხელ საახალწლო სუფრისთვის ყიდულობს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ადამიანები, ვინც დღეს ბაზარში გავიდნენ, ამბობენ, რომ წარმოუდგენელი ფასები დახვდათ. საუბარი არ არის მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტებზე. შარშანდელთან შედარებით უფრო გაძვირებულია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც.
რა შეიცვალა მას შემდეგ რაც, ირაკლი კობახიძე პროდუქტებზე ფასნამატის გამო გამოძიების დაწყებით დაიმუქრა და დაგვპირდა, რომ ყველა პასუხს აგებს, ვინც ღირებულებას ხელოვნურად ზრდის - ხალხი ამბობს, რომ არაფერი. მოსახლეობას არ სჯერა, რომ მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ბიზნესია და არა "ქართული ოცნება".
"ქართული ოცნება" ხალხს უმტკიცებს, რომ იმპორტირებული პროდუქცია ხელოვნურად ძვირდება. მოსახლეობას აინტერესებს, მაშინ რატომ ღირს თითქმის ორმაგი ფასი შარშანდელთან შედარებით ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. მოქალაქეები პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის დაპირებების აღარ სჯერათ.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.