გურიის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგაც ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ - სად გაქრა დაზარალებულებისთვის გამოყოფილი ფული?

28.12.25 20:37
გურიის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგაც ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ - სად გაქრა დაზარალებულებისთვის გამოყოფილი ფული?

გურიის მაცხოვრებლები უკვე 1 წელია შველას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ათობით ოჯახს ამ დრომდე საშიშ გარემოში უწევს ცხოვრება. სუსხიან ზამთარს ხალხი დანგრეული სახლის სახურავებსა და კედლებს შორის ატარებს.

ადგილობრივმა მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად მაცხოვრებლებს ე.წ. ბრეზენტი გაუგზავნა, თუმცა მწარე გამოცდილებამ ერთხელ უკვე აჩვენა, რომ ის სტიქიის დროს ადამიანებს ვერ დაიცავს. 

მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, "ქართული ოცნება" ხალხის დახმარებას არჩქარობს. დაპირებებიდან დიდი დრო გავიდა, ამასობაში ზამთარი მოვიდა და გურიაში ისევ თოვს. მთავარი საფრთხე ახლა ისედაც დაზიანებულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს ექმნებათ, რომლებმაც ერთხელ უკვე გამოსცადეს სტიქიური უბედურება. 


დაზარალებულებისათვის გამოყოფილ დახმარების თანხას ამ დრომდე ელოდებიან ის ოჯახები, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად საცხოვრებლად საშიში სახლების დატოვება და სხვაგან გადასვლა მოუწიათ.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები