ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - პროტესტი 31 დეკემბერსაც გაგრძელდება
31 დეკემბრის ღამით რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსდა. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მიზანი კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების მოთხოვნა იქნება.
ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ აქციებს იქამდე, სანამ, მათი შეფასებით, სინდისის პატიმრები საპყრობილეებს არ დატოვებენ.
აქციის პროგრამის მიხედვით, ღონისძიების პირველი ნაწილი დაიწყება იმ ადამიანების წერილების წაკითხვით, რომლებიც ორგანიზატორების თქმით, უკანონოდ არიან დაკავებულები. შემდგომ ეტაპზე იგეგმება პერფორმანსები, რომლის დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
ღონისძიების დასასრულს დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები, რომლებიც თავად თავს რეპრესირებულებად მიიჩნევენ.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.