"არ გავჩერდებით!" - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ტრადიციული შეკრება უკვე დაიწყეს. აქციის მონაწილეები "ოცნების" ხელისუფლებს ეუბნებიან, რომ შემზღუდავი კანონების არ ეშინიათ და 31 დეკემბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვნების შესრულდება არ გაჩერდება.
არ გავჩერდებით. ახლა ტროტუარის თემა შემოაგდეს, სადღაც 30-მდე საქმეები დაწყებული, ე.წ. საქმეები. ტროტუარზე ქართველს, როცა ეს ტერიტორიაა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებისთვის, რეჟიმის უკრძალავს აქ დგომას ქართველს, რომელიც მოითხოვს სამართალს. როგორ შეიძლება, სიტყვის თავისუფლებისთვის 73 წლის ადამიანს აპატიმრებდე? ან 18 წლის ბიჭს?, - ამბობს მოქალაქე.
რა ხდება რუსთაველზე ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.