გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (კმ93–კმ107), დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მოძრაობა.
დეპარტამენტის განცხადებით, დანარჩენი ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.