ფიცხელაურის სასამართლო პროცესი იწყება - საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს
გორის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის სასამართლო პროცესი იწყება.
მოსამართლე ნინო გერგაული სამოქალაქო აქტივისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს. ფიცხელაურს ამ შემთხვევაში პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მის მხარდასაჭერად, გორის სასამართლოსთან დღეს მოქალაქეები გეგმავენ შეკრებას.
ყველას გთხოვთ, რომ მოხვდიეთ გორის რაიონულ სასამართლოსთან და მხარი დაუჭიროთ ადამიანს, რომელზედაც სისტემამ არაერთხელ იძალადა. სასამართლომ ის დრო უნდა განიხილოს, როდესაც ვახო ფიცხელაური რეალურად სისტემის მიერ იყო გატაცებული, რაც მასზე ხორციელდებოდა, იყო ფიზიკური და მორალური ძალადობა და შსს-ში ისეთი დეგრადიულები ხართ, რომ მაგ კადრების დამალვაც კი გამოგრჩათ და დაკავების კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მდგომარეობაშია ვახო. ეს უნდა იყოს ჩემთვისაც და დიდი ალბათობით, ვახოსთვისაც ლაკმუსის ქაღალდი, რომლითაც გავარჩევთ, ვინ დგას სიმართლის მხარეს და ვინ შენი, როგორც სისტემისგან დაჩაგრული ადამიანის მხარეს, - განაცხადა ფიცხელაური მეუღლემ.
გორელი აქტივისტი 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავთ დაკავებული, მაგრამ მას თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ამ საქმეზე ცალკე განხილვები ტარდება. ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტი არ ეთანხმება.