სემეკმა დენის ტარიფის გაზრდა გადაავადა - 1 იანვრიდან 3 - თვიანი დროებითი ტარიფი წესდება

29.12.25 12:39
სემეკმა დენის ტარიფის გაზრდა გადაავადა - 1 იანვრიდან 3 - თვიანი დროებითი ტარიფი წესდება

სემეკმა დენის ტარიფის გაზრდა სამი თვით გადაავადა - პირველი იანვრიდან 3 - თვიანი დროებითი ტარიფი წესდება.

მოხმარებული ელექტროენერგიის საკითხს სემეკი აპრილში დაუბრუნდება.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ ველოდებით იმას, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები