როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს - ნადარეიშვილი
როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში „აკაჩავებდ“ მოწმეებს და მოსამართლეებს,- ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი იმ ფაქტს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
მისივე თქმით, “აშინდელი სუს-ის უფროსი - „ქოცების“ ამხელა „ფილარმონია" კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს ახლა.“
როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში "აკაჩავებდა" მოწმეებს და მოსამართლეებს.
მაშინდელი სუს-ის უფროსი - „ქოცების“ ამხელა „ფილარმონია" კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს ახლა და მაშინდელი შს მინისტრი და პრემიერი ღარიბაშვილიც ცალი ფეხით იქაა ფაქტობრივად.
ნეტა დღეში ორჯერ ჩინ მომატებულ მამუკა მდინარაძეს და შიზოიდ ირაკლი კობახიძეს თუ ესმით ერთ დღეს ნახმარი "ტრუსიკივით" რომ მოისვრის ბორია მოუსავლეთში?!- წერს ანი ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ ფარცხალაძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცეს.
ფარცხალაძის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა