აქცია პერფორმანსი გორის სასამართლოსთან - ვახო ფიცხელაურის მეუღლემ შენობასთან დახეული შარვალი მიიტანა
გორის სასამართლოში ვახო ფიცხელაურსს ასამართლებენ - პროცესის დაწყებამდე ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულისადმი სოლიდარობა გამოხატეს.
ფიცხელაურის მეუღლემ, თეონა ბზიშვილმა აქციაზე ძალადობის სიმბოლო, ქმრის დახეული შარვალი მიიტანა.
ცოტა ხანში გაირკვევა, დააჯარიმებს თუ არა მოსამართლე გერგაული პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო ფიცხელაურს.
გორელი აქტივისტი 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავთ დაკავებული, მაგრამ მას თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ამ საქმეზე ცალკე განხილვები ტარდება. ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტი არ ეთანხმება.