თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული

29.12.25 14:43
თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, რკინიგზის ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

ამ ეტაპისთვის [14:20 წუთი] უცნობია, როდის განაგრძობს გზას მატარებელი.

 

მსგავსი სიახლეები