ვახო ფიცხელაურის სასამართლო პროცესი 26 იანვარისთვის გადაიდო

29.12.25 15:36
ვახო ფიცხელაურის სასამართლო პროცესი 26 იანვარისთვის გადაიდო

სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის სასამართლო პროცესი 26 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომის გადადების მიზეზი დამკავებელი პოლიციელების არ გამოცხადება გახდა.

პროცესზე სიტყვის თქმით უფლების ისარგებლა, თავად ბრალდებულმა და მასსა და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 6 ოქტომბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც.

კი იძალადეს ჩემზე, ჩემს ოჯახსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და რასაც მე მედავებიან თვითონ ჩაიდინეს რეალურად,- თქვა ფიცხელაურმა.

მსაომართლემ, მას შემდეგ, რაც სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, იმ ერთ პოლიციელს, რომელიც პროცესს ესწრებოდა, უთხრა, რომ 26 ინავრას აუცილებლად უნდა გამოცხადდენ ის ადამაინები, ვინც უშუალოდ დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ. 

წარვადგინეთ შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოცულობითი იყო მტკიცებულებები, მისცა ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ გაცნობოდა ამ მასალებს და წარმოედგინა შეესაბამისი პოზიცია, გარდა ამისა, მოსამართლემ იმ პოლიციელების მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც მის დაკავებაში და ასევე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურცხყოფაში მონაწილეობდნენ. მარტო ოქმის შემდგენი პოლიციელი გამოცხადდა და არც კი დაუყენებია შუამდგომლობა შს წარმომადგენელს და ალბათ არც ჰქონდა სურვილი სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ ეს დაკავებაში მონაწილე პოლიციელები, შესაბამისად, მოქსამართლემ თვითონ მოითხოვა, მათი დაკითხვა მომხდარიყო, - განაცხადა ადვოკატმა, ლექსო მერებაშვილმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები