დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან ვიღაც პიროვნება იყო კონტაქტზე გამოსული - კაძელაშვილის ადვოკატი

29.12.25 15:58
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან ვიღაც პიროვნება იყო კონტაქტზე გამოსული - კაძელაშვილის ადვოკატი

სინდისის პატიმრის, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა წერილში ნახსენებ დეტალებზე სამართლოში საბოლოო სიტყვით სარგებლობისასაც ისაუბრა.

დაკავებულის ინტერესების დამცველის თქმით, მაშინ კაძელაშვილმა თქვა, რომ მასთან კონკრეტული პირი მივიდა და გარიგება შესთავაზა, კერძოდ, კი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ თავისუფლებას ჰპირდებოდა. 

საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ახსენა ეს შემთხვევა, როდესაც მასთან, ვიდეოს გავრცელების შემდგომ, [თვითონ ვიდეო დეკემბერშია გავრცელებული], და დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან იყო ვიღაც პიროვნება კონტაქტზე გამოსული, რომელიც მას უნმარტავდა, რომ ის საპატიმროში მოხვდებოდა არჩადენილი ქმედების გამო და მისთვის უპრიანი და უკეთესი იქნებოდა თუკი გარკვეულ ცრუ ჩვენებას მისცემდა გამოძიებას, რომლითაც თითქოს დანაშაულში ამხელდა გრაკვეულ პირებს. არც პირველ ეტაპზე რაიმე სახით გადაუხვევია თავისი სიმართლისგან და არ დღეს და ხვალ აპირებს მსგავსი ქმედების განხორციელებას, - ამბობს რეზო აჭარაძე.

სინდისის პატიმარი, ვასილ კაძელაშვილი ციხიდან წერილს აქვეყენებს და აქამდე უცნობ დეტალზე საუბრობს.

მისი თქმით, “დაკავებამდე, დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ, მას “იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, თუმცა ვერ გატეხეს.“