საქართველოს ბანკის და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, კორეაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

29.12.25 17:33
საქართველოს ბანკის და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, კორეაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, სამხრეთ კორეაში, სეულში, ანიანგის უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

ამასთან, წიგნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენიდა ესპანეთში (მადრიდი).

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხეები კი ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთიდა ბარსელონას (ესპანეთისაკვირაო სკოლებში.

აღნიშნული ინიციატივები ქართველ ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობასჰქონდეთ წვდომა ქართულ წიგნებსა და ლიტერატურაზესაქართველოს ბანკის ქართული წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელადინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებსრომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე.

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსითკომპიუტერებითპროექტორით და STEM კუთხითრომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებსგაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებსჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილიაინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

NS

მსგავსი სიახლეები