დაიკითხა თუ არა "ხარება" ხალხის წამებიდან ერთი წლის თავზე?

29.12.25 18:26
დაიკითხა თუ არა "ხარება" ხალხის წამებიდან ერთი წლის თავზე?

ერთი წელი ხალხის წამებიდან და არცერთი დასჯილი პასუხისმგებელი პირი - ექსპერტებისა და პროტესტში მონაწილე ადამიანების თქმით, "ქართული ოცნების" გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია არცერთი სპეცრაზმელი, პოლიციელი და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი, რომლებმაც აქციის მონაწილეები სცემეს, აწამეს და გაძარცვეს. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) "TV პირველის" ზარს პასუხობს, თუმცა კითხვაზე იყო თუ არა გამოკითხვაზე პროკურატურაში, ან სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, არ პასუხობს. 

"კაი რაა" - გვიპასუხა ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ) და ტელეფონი გათიშა. 

უფლებადამცველი, მარიამ პატარიძე აღნიშნავს, რომ გამოძიების მთავარი არგუმენტით, პროკურატურა სამართლებრივ შედეგებს იმის გამო ვერ აყენებს, რომ "სამართალდამცავები არ იყვნენ იდენტიფიცირებადები".

ამ დრომდე არ გამოკითხულა არც გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, არც მისი მოადგილეები, არც ვახტანგ გომელაური და ჩვენ ვიცით, რომ პირველი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისის პროკურატურა, მათი შეფასებით, ვერ აყენებს სამართლებრივ შედეგებს, უკავშირდება იმას, რომ სამართალდამცავები არ იყვნენ იდენტიფიცირებადები. ხელმძღვანელი პირის, ამ შემთხვევაში ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი იყო, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაინტერესებულა და არ დაუსვამს შეკითხვები, რატომ ვერ მოხდა მათი იდენტიფიცირება," - ამბობს მარიამ პატარიძე. 

თამაზ კირტავას თქმით, ფაქტი, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები დღემდე არ არის გამოძიებული, მიანიშნებს, რომ ძალადობაში მთლიანი სახელმწიფო აპარატი არის და იყო ჩართული.

ერთ წელზე მეტი გავიდა იმ უმზიმესი დანაშაულებიდან, რომელსაც შარშან, ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდა ადგილი, ჯერ კიდევ ერავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული.

იმ უმძიმეს დარღვევებზე, როგორიც არის ადამიანების წამება, სპეციალური საშუალებების არასათანადოდ გამოყენება, ყველამ ვნახეთ ვინ ძალადობდა, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამ ადამიანებ ნიღაბი, ჩაფხუტი არ ეკეთათ, მაგალითად ხარაზიშვილის შემთხვევა, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა, აჩვენებს, რომ რეალურად მიზანი ამ გამოძიების რეალური პასუხისმგებლობა არ არის. 

ის, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები დღემდე არ არის გამოძიებული, არამედ პირიქით, წახალისებულები არიან ეს ადამიანები, სხვადასხვა ორდენებით დაჯილდოვებულები არიან, სხვადასხვა განცხადებებით მხარდაჭერილები არიან, მიუთითებს იმაზე, რომ აქ მთლიანი სახელმწიფო აპარატი, არის და იყო ამ ძალადობაში ჩართული," - თქვა თამაზ კირტავამ.