სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

29.12.25 18:55
სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის გზის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - წერია განცხადებაში.