სკანდალური წერილი ციხიდან - რას სთხოვდნენ ვასილ კაძელაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ

29.12.25 20:44
სკანდალური წერილი ციხიდან - რას სთხოვდნენ ვასილ კაძელაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ

სკანდალური წერილი გლდანის ციხიდან ვასილ კაძელაშვილმა გამოაგზავნა. სინდისის პატიმარი "ოცნებას" ვაჭრობაში ამხელს, კაძელაშვილი წერს, რომ დაკავებამდე "იმედის" ეთერში მისვლა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა თავისუფლების სანაცვლოდ შესთავაზეს, არ ჩადენილი დანაშაული კაძელაშვილმა არ აღიარა რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

კაძელაშვილმა დაკავებამდე დაწყებული გარიგების შესახებ ინფორმაცია მოსამართლესაც მოაწოდა, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. საქმეში დარღვევებზე მიუთითებს სახალხო დამცველიც. სინდისის პატიმარი არც ბოდიშის მოხდას და არც ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს.

კაძელააშვილის წერილის შემდეგ სინდისი პატიმრების ოჯახის წევრებმა "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გარიგება არ იქნება, დედები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის გუნდს შეკერილი საქმეები თავზე ენგრევა, ამიტომ მოლაპარაკებას არაფრის ფასად არ განიხილავენ.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში