თბილის-ფოთის მატარებელი გაჩერდა
"პირველების" ინფორმაციით, თბილის-ფოთის მატარებელი ნახევარი საათია გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ძრავის პრობლემა გახდა.
მგზავრების ცნობით, პარალელურად, მატარებელში შუქი ჩაქრა. მათი თქმით ადგილზე გაუსაძლისი სიცივეა და არ იციან როდის მივა ახალი მატარებელი თბილისიდან, რომ გადასხდომა შეძლონ.