ათენში დარჩენილი მოქალაქეებისთვის Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერულ რეისს შეასრულებს
რეისის გაუქმების შემდეგ, ათენში დარჩენილი მოქალაქეებისთვის ავიაკომპანია Wizz Air-ი ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერპრესნიუსი" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩარტერულ რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.
რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით," - ნათქვამია ინფორმაციაში.