ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

29.12.25 22:35
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

უწყების ცნობით, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა). 

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.