ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

29.12.25 23:40
ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 28 დეკემბერს მოხდა, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.