საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30.12.25 00:10
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორბელის უღელტეხილზე და ოფიტარა-ლენტეხის გზების მონაკვეთებზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ასევე, ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.