უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
უამინდოამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობირად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამგერელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას
უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასაველთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში
დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებიტი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.