საქართველოდან უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.
კერძოდ, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 1 302 პირია გაძევებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1302 პირი შეადგინა.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის - ჯამში 63 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით," - წერია განცხადებაში.