შტორმი ზღვაზე, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები - სტიქიამ ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა

30.12.25 10:58
შტორმი ზღვაზე, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები - სტიქიამ ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა

შტორმი ზღვაზე, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები  - სტიქიამ ბათუმსა და ქობულეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ქობულეთში მრავალსართულიან სახლს სახურავი გადახადა, ასევე დაზიანებულია ექლექტოგადამცემი ხაზები. 

ძლიერი ქარის და წვიმის გამო 7 ბალიანი შტორმია ბათუმში, წყალი ბულვარამდე გადავიდა, რის გამოც იფრასტრუქტურა სრულად დაზიანებულია.

მძიმე მდგომარეობაა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში. ამ დროისთვის ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. რეგიონში ამ წუთებშიც ინტენსიური თოვა. 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვისი სახლებიც თებერვალში სტიქიამ დააზიანა. როგორც გურიიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწება, ამ ადამიანებმა გუშინდელი ღამე ახლობლების და მეზობლებსი სახლებში გაათენეს.