ვის შეეხება დღეიდან ამოქმედებული სავიზო რეგულაცია?

30.12.25 13:12
ვის შეეხება დღეიდან ამოქმედებული სავიზო რეგულაცია?

დღეიდან უვიზო რეჟიმის მარტივად შეჩერების პროცედურები ძალაში შედის - ევროკომიიის გადაწყვეტილება ბრიუსელს აძლევს საშუალებას, რომ წარმოადგინოს დიდი სია, რომელშიც ყველა ის პირი მოხვდება, ვინც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაშია მხილებული. 

მოგეხსენებათ, საქართველოში 200-ზე მეტი ადამიანია სხვადასხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებული.

უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ პირველი, ვისაც აღნიშნულიი სავიზო რეგულაცია შეეხება, შს ახალი მინისტრი, გეკა გელაძე იქნება. 

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ გარკვეულ ადამიანთა ნუსხა, მოგეხსენებათ 200 ადამიანია სხვადასხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებული, ალბათ ამის სინქრონიზაცია მოხდება. თუ ამ წუთას რომელიმე მათგანზე არ ვრცელდება ეს, აუცილებლად შეეხება ყველას. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ "ოცნების" ამ შიდა კლანური დაპირისპირებსი შედეგად, ბოლო სანქციებიდან ვიდრე დღემდე, რამდენიმე საკვანძო თანამებობაზე ადამიანები შეიცვალნენ. მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ეს სავიზო რეგულაცია შეეხება, იქნება  ახალი შს მინისტრი. თუმცა ამის შემდეგ, თავისთავად ამ მექანიზმის ამუშავება, სამწუხაროდ, დღის წესრიგიდან არ ხსნის, ზოგადად უვიზო მომოსვლის გაუქმების ალბათობასაც ჩვენი ქვეყნისთვის იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ქვეყანაში აშკარაა, არ შეჩერდება.", - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

  • ევროკომისიის 19 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი კომისიის წინადადების საფუძველზე, უფრო ძლიერ და მოქნილ ვიზების შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ. 

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ, მე-8 ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

  • ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი - მთელ მოსახლეობას;
  • ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
  • ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.