"ჩვენი არჩევანი ევროპაა" - „სისხლის უანგარო დონორებმა“ მუშაობა შეწყვიტა

30.12.25 12:38
"ჩვენი არჩევანი ევროპაა" - „სისხლის უანგარო დონორებმა“ მუშაობა შეწყვიტა

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორებმა“ მუშაობა შეწყვიტა.

თუ რა გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი, ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს: - "ეს საქმე მოითხოვს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და სხვანაირად ჩვენ, არა ძალგვიძს რა. ჩვენი არჩევანი, ისევე როგორც ქართველი ხალხის, ევროპაა".

  • „სისხლის უანგარო დონორები” წლების განმავლობაში იმ ადამიანებისთვის სისხლის უანგაროდ მოძიებას უზრუნველყოფდნენ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ.

„იყო და არა იყო რა, იყო ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები”,რომელიც 2021 წლიდან წლების განმავლობაში სრულად უსასყიდლოდ და უფრო სწორია, რომ ვთქვათ უანგაროდ, აერთიანებდა: 
📈6000-ზე მეტ პოტენციურ დონორს 
🦸🏻‍♀️აწ უკვე უანგაროდ სისხლ გაღებულ 4000-ზე მეტ ადამიანს 
🩸რაც მთავარია, 3500-ზე მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს
✨ამ ყველაფრის უკან, წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანები იდგნენ, აგერ ბოლო სამი წელია კი, ჩვენი მხრიდან გეხმიანებოდნენ: სოფო, მარიამი, ანი, ელისაბედი, თინა და მელანო. დიდი სიყვარულით და სიმტკიცით, ერთგულად - სიცოცხლის სადარაჯოზე❤️✊🏼
🪄როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა ეს ამბავი ეგრე არ იქნება. გვჯერა, ეს პატარა გაჩერებაა🥹🙂‍↔️
❓როდემდე? ზუსტად არ ვიცით. იმედია ცოტა ხნით⏳
❓რატომ? ამ კითხვის პასუხი ძალიან გრძელია. მოკლედ კი, ეს საქმე 
მოითხოვს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და სხვანაირად ჩვენ, არა ძალგვიძს რა🥸
ჩვენი არჩევანი, ისევე როგორც ქართველი ხალხის, ევროპაა🇬🇪✊🏼🇪🇺
აქვე, პატარიკა მინაწერი ადმინისგან💌
💫ძალიან მოენატრება შემოძახილი რომ მოქუჩდეთ ხოლმე კარგი საქმისთვის. ხოდა, გთხოვთ, არ დაივიწყოთ, “რა უბრალო რამ არის: სიკეთე… უბრალოზე უბრალო. დროულად ნათქვამი სიტყვა. მეგობრული საქციელი. წამიერი ღიმილი… თქვენს მომავალში, რომელსაც თქვენვე შექმნით, ყველაფერი შესაძლებელია. და თუ ყველანი, წესად გაიხდით, რომ სადაც გინდათ იყოთ და როცა კი შეძლოთ, იმაზე მეტი სიკეთე გამოიჩინოთ, ვიდრე საჭიროა, მსოფლიო მართლაც საუკეთესო გახდება” ☺️
ჭირი იქა, ლხინი აქა✨ 
სიყვარულით, სისხლის უანაგრო დონორების გუნდი“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.