მოყინული გზები და გაჩერებული ტრანსპორტი - დიდთოვლობამ რიკოთზე პრობლემები შექმნა

30.12.25 13:19
მოყინული გზები და გაჩერებული ტრანსპორტი - დიდთოვლობამ რიკოთზე პრობლემები შექმნა

გადაუღებელი თოვის გამო, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არსებულ გვირაბთან განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. დათოვლილი და მოყინული გზების გამო მძღოლებს გადაადგილება უჭირთ, შეფერხებულია ტრაილერების მოძრაობაც.

რიკოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც უწყვეტად თოვს. გზებზე უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ამ დრომდე მათი დიდი ნაწილი გაუწმენდავია. 

არავინ მოდის, დღეს მეორე დღეა ვდგავართდა ვეკითხებით და არავინ მპასუხობს. მივდიოდი ქუთაისში გუშინ და ვერ ჩავედი. ვაჩერებ პატრულს და არავინ მპასუხობს. გრედერი ჩამოვიდა, მოტრიალდა, წავიდა, არც გახვეტა, - ამბობს ტრაილერის მძღოლი. 

დიდთოვლობის გამო ბევრი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც.  ადგილობრივები დახმარებას ელიან.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 3 იანვრამდე შენარჩუნდება.