სტიქია ქუთაისში - მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს მეორე დღეა გადაადგილებაᲨი ეხმარებიან
ქუთაისში, მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, რამაც ქალაქში პრობლემები შექმნა - მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებაᲨი მეორე დღეა, ეხმარებიან.
როგორც "ქუთაისი პოსტი" წერს, ქალაქში გზების უმეტესობა გაუწმენდავია.
ამასთან, ქუთაისელების ნაწილს დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება, ნაწილს ბუნებრივი აირი, ნაწილს კი - წყალი.
ქუთაისში მეორე დღეა, თოვს. ადგილობრივების თქმით, მთელი ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ფოტო: "ქუთაისი პოსტი"