სკოლის მოსწავლის წამების საქმე - ე.წ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

30.12.25 16:49
სკოლის მოსწავლის წამების საქმე - ე.წ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

15 წლის ბიჭის წამების გახმაურებული საქმე - თბილისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის საქმეზე ბრალდებული ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრები სასამართლომ 10 წლით პატიმრობაში გაუშვა. 6 არასრულწლოვანიდან  მხოლოდ ერთს განუსაზღვრა მოსამართლემ 7,5 წელი. 

განაჩენი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

  • შეგახსენებთ, რომ მეცხრე კლასელი ბიჭი არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა თბილისში, "სამასი არაგველის" ტერიტორიაზე მიტოვებულ ადგილზე მუხლებზე დაყენებული აწამეს, სცემეს, დანით დასერეს, გააშიშვლეს და ღირსების შემლახავი ვიდეო კადრები გადაუღეს. მძმე დანაშაული 2025 წლის ივნისში მოხდა. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში სულ 9 პირია სულ დაკავებული. არასწრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. სამ პირს კი სასამართლომ 5 დღის წინ გამოუტანა ვერდიქტი და ისინი 10 წლით პატიმრობაშ გაუშვა. 

ერთ-ერთი ვერსიით, 14-დან დან 17-წლამდე მოზარდები დანაშაულებრივ სქემაში იძულებით ჩართეს. ბრალდებულებიდან ერთი, 15 წლის გოგონაა. 

გამოძიების ვერსიით, ამ შემზარავი საქმის მთავარი ფიგურანტი ერთხელ უკვე ნასამართლევი, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერად მოხსენიებული 30 წლის ლევან აბესაძეა. მის იდეოლოგიურ მოკავშირედ და მთავარ მოძალადედ გიორგი მუმლაძეა დასახელებული. 

ამ თემამაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა და 15 წლის ბიჭის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა.

  • ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქართველოში რამდენიმე არაფორმალური ფაშისტური დაჯგუფებაა.  ერთ-ერთ დანაყოფს "ბერგმანი" ჰქვია - დაახლოებით ათი წლის წინ შექმნილი დანაყოფის სახელწოდება ნაცისტურ გერმანიას და ერთ კონკრეტულ სამხედრო ბატალიონს უკავშირდება. მისი ლიდერი ლევან აბესაძეა, მეტსახელით "ბარტონა". მის მოკავშრეებად საქმის მასალებში დასახელებულია  "ვაით ჰითი" და "ვაით მურდერი". ამ დანაყოფის მეთაური გიორგი მუმლაძეა, მეტსახელად "დელტა". 19 წლის მუმლაძე აბესაძეს დაქვემდებარებული პირია. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი არაფორმალური ჯგუფის წევრებს -არასრულწლოვნებს  ტელეგრამ არხებზე არჩევდნენ.  შემდეგ ამ მოზარდებზე ძალადობდნენ. დამცირების ეპიზოდებს კამერით იღებდნენ და კადრებს  შანტაჟისთვის იყენებენ.

ვინ არიან ძალადობის ორგანიზატორები?

გამოძიებამ გაარკვია, რომ ძალადობას სამასი არაგველის ტერიტორიაზე 19 წლის გიორგი მუმლაძე ხელძღვანელობდა. მუმლაძის იდეოლოგიურ მამად - ლევან აბესაძეს მიიჩნევენ -  ის ყოფილი სპორსმენია, რომელიც დანაშაულის სცენას რეალურ დროში ვიდეო ზარით უყურებდა.

მისი სახელი და გვარი "შაბათის ეთერის" არქივში იძებნება, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა 2021 წელს პოლიტკოსების უკანონო მოსმენების დამადასტურებელი მტკიცებულები - სუს-ის ფაილები მოიპოვა. 

მაშინ იქ იყო ოპერატიული ცნობები ლევან აბესაძეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებდა და პარტიასთან თანამშრომლობდა.