ეს არის ფასი, რომლის გადახდაც ივანიშვილს საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებისთვის მოუწია- ეკონომისტების შეფასება

30.12.25 18:16
ეს არის ფასი, რომლის გადახდაც ივანიშვილს საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებისთვის მოუწია- ეკონომისტების შეფასება

4 მილიარდი დოლარი, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებისთვის და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისთვის მოუწია - ასე აფასებენ ეკონომისტები მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილმა ბოლო ერთ წელიწადში 4 მილიარდი დოლარი დაკარგა.

მათი თქმით, ეს ყველაფერი სანქციების შედეგია, რადგან ივანიშვილმა აქტივები დაკარგა, ხოლო მისი აქციები გაუფასურდა.

შეფასებისთვის კარგი ინდიკატორი მივიღეთ, თუ რა დაუჯდა არაფორმალურ მმართველს ერთ წელიწადში, ქვეყანაში მძიმე ფორმების ავტოკრატიის დამყარება- ეს არის 4 მილიარდი დოლარი. ის ფაქტი, რომ ამდენი ქონება დაკარგა ერთ წელიწადში, მისთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს,  ჩემი აზრით, თუ როგორი ძვირია მსოფლიოში გაფუჭებული რეპუტაცია, სანქციები, თუნდაც ის ნახატი, რომელსაც ივანიშვილი ფლობს, უკვე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ამ ნახატის საკუთრებაში, მას ფასი აკლდება, რადგან მასთან ასეთი ტიპის ბიზნეს გარიგების განხორციელება უკვე სახიფათოა, სხვა ბიზნესმენისთვის, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა - ინფორმაციას BM.GE Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ქონება Bloomberg-ს 7.6 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული, ახლა კი მისი ქონების შეფასება 3.6 მილიარდია.

  • "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. [ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია].