უზენაეს სასამართლოსთან ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
უზენაეს სასამართლოსთან ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეკრება ქალმა პოლიტიკოსებმა დააორგანიზეს.
ისინი ყველა იმ ადამიანს უცხადებენ სოლიდარობას, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, პროევროპულ აქციებზე დააკავეს.
გინდა ახალი წელი მივულოცოთ პოლიტპატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, ძალიან რთულ დღეებს გადიან და მათთან ერთად მთელი საქართველო, ჩვენ დღეს უზენსაეს სასამართლოსთან პოლიტიკოსი ქალები, რიგითი მოქალაქეები, შევიკრიბეთ ელენე ხოშტარიას და ასევე ყველა პოლიტიკური აპტიმრის მხარდასაჭერად. მათ გვერდით ვართ, მათთან ერტად ვიბრძვით, ოღონდ ციხის კედლების გარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლით, 2026 წელს ჩვენ მივაღწევთ ჩვენ მთავარ მიზანს, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, - განაცხადა დეა მეტრეველმა.
ეს ერთი წელი იყო, როგორც რეპრესიების, ასევე დაუღალავი ბრძოლის, ერთიანობის წელი იყო. მოქალაქეებმა აჩვენეს ბრძოლის უნარი ისეთი, რომ არ დაღლილან. დღესაც ქუჩაში არიან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკაშვირის წევრი, რომლისთვისაც წლებია ვიბრძვით და მე დარწმუნებული ვარ , აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეები შემდგომ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.