თამარ მეარაყიშვილი ჰოსპიტალიზებულია - უფლებადამცველებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცხინვალის ციხეში შიმშილობის 8-ე დღეს ახალგორელი აქტივისტის მდგომარეობა დამძიმდა და გადადებელი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მეარაყიშვილმა გუშინ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და წყალსა და მედიკამენტებზეც უარი თქვა.
თამარ მეარაყიშვილის 8 დღიან ტყვეობას და აბსურდულ ბრალს სახალხო დამცველი ეხმაურება. ობმუდსმენი უფლებადამცველის დაკავებას მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. იგივე მოთხოვნა აქვს ყოფილ სახალხო დამცველსაც. უფლებადამცველები "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, იქამდე იმოქმედონ, ვიდრე გამოუსწორებელი შედეგი დადგება.
რას ნიშნავს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ყოფნა - ეს ყველაზე კარგად ვაჟა გაფრინდაშვილმა იცის, რომელმაც ცხინვალის იზოლატორში რამდენიმე კვირა გაატარა. ექიმი დარწმუნებულია, რომ თამარ მეარაყიშვილი ახლა უმძიმეს პირობებში იმყოფება და ოჯახს მოუწოდებს, აქტივისტის უფლებების დასაცავად წითელ ჯვარს მიმართონ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.