10 წელი ციხეში მოზარდის წამების გამო - ფაშისტური იდეოლოგიის ორგანიზაციის 6 წევრი ციხეში გაუშვეს

30.12.25 21:14
10 წელი ციხეში მოზარდის წამების გამო - ფაშისტური იდეოლოგიის ორგანიზაციის 6 წევრი ციხეში გაუშვეს

დაპირისპრება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლის წამების საქმეზე ე.წ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა - 6 არასრულწოვანი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება უმძიმეს დანაშაულს ედავება, მოსამართლემ 10 წლით პატიმრობაში გაუშვა.

შაბათის გუნდის მიერ რამდენიმე თვის წინ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მე-9 კლასელი ბიჭი არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა დედაქალაქში მიტოვებულ ადგილზე მუხლებზე დაჩოქილი აწამეს, სცემეს, დანით დასერეს, შემდეგ კი ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა შემზარავი ვიდეომასალა სოცქსელში გაავრცელეს. საქმის მასალების მიხედავად, მსჯავრდებული არასრუწლოვნის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ.

სკოლის მოსწავლის წამების საქმეზე რამდენიმე თვის წინ შსს-მ 9 ადამიანი დააკავავა, მათ შორის ერთ-ერთი 15 წლის გოგო. გამოძების მიერ მოპოვებული მტკოცებულებიბის მიხედვით, არაფორმალური დაჯგუფების ლიდერი 30 წლის ლევან აბესაძეა, მის მოკავშირედ კი გიორგი მუმლაძეა დასახელებული.

აბესაძის სახელი და გვარი  2021 წელს პოლიტკოსების უკანონო მოსმენების დამადასტურებელი მტკიცებულების სუს-ის ფაილებიში იძებნება. სუსი- მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებდა და პარტიასთან თანამშრომლობდა. ორივე მათგანს რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.