დედა ციხეში, შვილი სამკურნალო დაწესებულებაში - რა ბედი ელის სასახლის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს
ახალი წელი დედის გარეშე - ევა შაშიაშვილის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი 2026 წელს კლინიკაში მშობლის გარეშე შეხვდება. სამკურნალო დაწესებულებიდან ის დღეს უნდა გამოეწერათ, დაპატიმრებული დედა მისი ერთადერთი პატრონია. დედა ციხეში დატოვეს, ამიტომ 28 წლის გოგონამ 6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ კლინიკა ვერ დატოვა.
ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქალმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა პროკურატურას 26 დეკემბერს მიმართეს, ითხოვეს დედის გირაოთი გათავისუფლება, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს. ამ ყველაფრის უკან ევას მხარდამჭერებმა მიზანმიმართული შურისძიების სურვილი ამოიკითხერეს.
ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, პროკურატურის გავრცელებულ კადრებში ჩანს ქალი, რომელიც გაურკვეველ ნივთს სასახლის მიმართულებით ისვრის, თუმცა ის არავის ხვდება და ძირს ეცემა, მხოლოდ ამ ვიდეოს საფუძველზე ტოვებენ ონკოპაციენტს პასტიმრობაში.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.