რუსთაველზე ისევ პროტექსტია - მოქალაქეები 31 დეკემბრის გეგმებზე საუბრობენ

30.12.25 21:37
რუსთაველზე ისევ პროტექსტია - მოქალაქეები 31 დეკემბრის გეგმებზე საუბრობენ

შემზღუდავი კანონების მიუხედავად, მოქალაქეები დღესაც რუსთაველის გამზირზე დგანან. პროტესტის მონაწილეები გეგმავენ, ახალ, 2026 წელსაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეხვდნენ.

აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს ხვალინდელი გეგმები უკვე გააცნეს. 

ჩვენ ახალ წელს კვლავ რუსთაველის გამზირზე შევხვდებით. ათი საათიდან იქნება შეკრება. პირველი გიმნაზიის წინ მოეწყობა პატარა სცენა. 10 საათიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები მიულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს, გვექნება სინდისის პატიმრების წერილების წაკითხვა სცენიდან და სადღაც თორმეტის ნახევრიდან, როცა დაიწყება მუსიკალური ნომრები, ჩვენ გვაქვს სია შემსრულებლების, ვინც გამოვა, დაახლოებით იქნება 15-მდე მუსიკალური ნომერი, იქნება საზეიმოც და საპროტესტოც. გარდა ამისა, მოეწყობა მაგიდები, სადაც ჩვენ ვთხოვთ ყველა ადამიანს, ვინც მოვა, პატარა ნობათით წამოვიდეს. გარდა ამისა, გვექნება თეთრი დიდი ზეწარი, სადაც გვინდა, რომ გზანილები დავუტოვოთ მომავალ თაობას იმ ადამიანებმა, ვინც 400 დღეა აქ დგას, - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის ჩართვაში.