ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს

30.12.25 22:39
 ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს

ახალი წლის ღამეს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

"მეტროპოლიტენი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათის ნაცვლად, პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00-დან პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე. მგზავრთა მომსახურება ამ შემთხვევაშიც უფასო იქნება". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.