ეს არ არის დღეს სიკეთის ქალაქი, როგორც კალაძე აწერს, ეს არის უსამართლობის ქალაქი - ნანა ექვთიმიშვილი
ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ როგორ ვიბრძოლებთ ამაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ “საკუთარ შვილებთან ერთად აუცილებლად იცხოვრებს სიკეთით და სინათლით სავსე ქალაქში, ოღონდ არა ისეთში, რომელსაც კალაძე აწერს.“
ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ როგორ ვიბრძოლებთ ამაზეა დამოკიდებული. მე და ჩემი შვილები რამდენს ვიცხოვრებთ ამ უსამართლობაში და კიდევ რამდენი გვექნება წინ დემოკრატიულ, ნათელ და სიკეთით სავსე ქალაქში, ოღონდ არა იმ სიკეთით, რომელსაც კალაძე აწერს, ყველანაირი წესების დარღვევით, ეს არ არის დღეს სიკეთის ქალაქი, ეს არის უსამართლობის ქალაქი. მე ვუსურვებ ყველას საქართველოში, რომ 2026 წელი სამართლიანობის ყოფილიყოს, ყველა პატიმარი გამოსულიყოს ციხიდან და ეს იქნება ნამდვილი ზეიმი. საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანი, რაც არ უნდა მოინდომონ, მაინც ჩანს. წელიწადის დროებს მნიშვნელობა არ აქვს, გამარჯვება დადგება და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, უკეთესია - განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა.