კახა კალაძემ საახალწლო კონცერტი გააუქმა, იმიტომ რომ ეშინია - კახა მიქაია

30.12.25 23:45
კახა კალაძემ საახალწლო კონცერტი გააუქმა, იმიტომ რომ ეშინია - კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტის, კახა მიაქაიას ინფორმაციით, კახა კალაძემ საახალწლო კონცერტი გააუქმა.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “კალაძემ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეშინია.“

“მათ ეშინიათ, იმიტომ რომ კრემლი მთავრდება“, - თქვა მან.

კახა კალაძემ საახლწლო კონცერტი გააუქმა. რატომ მოხდა ეს? ეს არის შიში. მათ ეშინიათ, იმიტომ რომ კრემლი მთავრდება. ბოროტებას არ აქვს მომავალი, ეს აქსიომაა, კრემლი აუცილებლად დამთავრდება და ჩვენ ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში. თაობები შეეწირა ამას და ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც ამ ბრძოლას გამარჯვებით დავაგვირგვინებთ, - განაცხადა კახა მიქაიამ.