ჩვენ ებრძვით რუსეთისგან გამოგზავნილ აგენტურას, რომელიც ქართული სახელებით და გვარებით არის - გიორგი ახობაძე

31.12.25 00:12
ჩვენ ებრძვით რუსეთისგან გამოგზავნილ აგენტურას, რომელიც ქართული სახელებით და გვარებით არის - გიორგი ახობაძე

ჩვენ ამ ქვეყანაში ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რუსეთისგან გამოგზავნილ აგენტურას, რომელიც ქართული სახელებით და გვარებით არის, - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნება“ ცდილობს სახელმწიფო გადაიყვანონ ისეთ მდგომარეობაში, რასაც ჰქვია არ შემდგარი სახლემწიფო, მაგრამ არ გამოუვათ.

ცოტა ხანი რაღაცები უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ, ერთი მიზანი უნდა დავისახოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რუსეთისგან გამოგზავნილ აგენტურას, რომელიც ქართული სახელებით და გვარებით არის. ისინი ცდილობენ რომ სახელმწიფო გადაიყვანონ ისეთ მდგომარეობაში, რასაც ჰქვია არ შემდგარი სახლემწიფო. თუ ამ ქვეყანაში იმ სახელმწიფოს ჩანასახი მოკვდა, რომელიც ნელ-ნელა იბადებოდა და გადმოიბარეს 2012 წელს ამ ხალხმა, შესაბამისად, ამ ქვეყნიდან დარჩება ეთნიკური ჯგუფი, კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც ხინკალს აკეთებს და ხაჭაპურს ახვევს და ეგ ვიქნებით სულ, რუსებსაც ეგ უნდათ, მაგრამ ამ ქვეყანაში ეგ ვერ მოხდება, - განაცხადა ახობაძემ.

მსგავსი სიახლეები