ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

31.12.25 11:56
ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - თურქეთის მოქალაქეს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები