პროკურატურა სასამართლოს ევა შაშიაშვილის მიმართ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
პროკურატურამ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული, ევა შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. ამის შესახებ იურისტი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, პროცესი 15:30-ზე ჩატარდება და ევა შაიშმელაშვილი "დიდი ალბათობით ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება".
კარგი ამბავი: სასამართლოდან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.
პროცესი ჩატარდება 15:30-ზე.
სასამართლოს შემადგენლობამ ფორმალურად შეგვატყობინა ინფორმაცია მათ შორის სხვა ბრალდებულების ადვოკატებსაც.
დიდი ალბათობით ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება!" - წერს ლაშა ცუცქირიძე.
- შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.