"ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის" - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.
"ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის" - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა - მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.
ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის," - ნათქვამია განცხადებაში.