აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილის პროკურორს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისკენ მოუწოდებენ
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული, ზურაბ მენთეშაშვილის საქმის პროკურორს, პროკურატურას და ყველა უფლებამოსილ პირს მოუწოდებენ სამოქალაქო აქტივისტს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ.
განცხადების ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ თავდებში ჩაუდგნენ პატიმარს, რომელიც უკვე 61 დღეა შიმშილობს.
მოგესალმებით, რამდენიმე ადამიანის ინიციატივით გვსურს მივმართოთ ზურაბ მენთეშაშვილის საქმის პროკურორს, პროკურატურასა და ყველას ვისაც ამაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს.
მოგეხსენებათ, რომ ზურაბ მენთეშაშვილი 61 წლის ასაკში უკვე 61-ე დღეა, რაც შიმშილობს, მან საპატიმრო პირობებში რომც შეწყვიტოს შიმშილობა, დასჭირდება ხანგრძლივი და კომპლექსური აღდგენის პროცედურა, ამიტომ ადამიანებმა, რომლებიც იმავე მუხლით, რომლითაც ახლა ზურაბ მენთეშაშვილი იმყოფება სისხლის სამართლის დევნაში, უკვე ვართ ადმინისტრაციული წესით ნასამართლევი, გადავწყვიტეთ თავდებში ჩავუდგეთ ზურაბ მენთეშაშვილს თუ მას აღკვეთ ღონისძიებას შეუცვლიან.
ეს არის შემთხვევა, როცა პირადად მე არ მოვითხოვ, პირიქით, ადამიანურად ვთხოვ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩვენი განცხადება, რომ გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქე," - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- დავით ჭკადუა
- ნეკა ნათელაშვილი
- კონსტანტინე (კოკო) მიქაია
- კახა მიქაია
- საბა ხომერიკი
- შალვა ბაღდოშვილი
- ბაია მარგიშვილი
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
- ირაკლი ვეშაგურიძე
- ნიკოლოზ დარსანია
- ზვიად კვარაცხელია
- მიხეილ ზაქარეიშვილი
- არჩილ გოგორიშვილი
- ეკა მირცხულავა
- თათა დოდო კურტანიძე
- მაია ქვრივიშვილი
- რუსიკო კობახიძე
- მაია ქვრივიშვილი
- მაკა ნიგურიანი
- ბაჩო კუცია
- ეკა ტაბატაძე
- ნენე გაბელაია
- ნინი ქორიძე
- ანა ბდეიანი
- ნათია გაბრავა
- თამთა ჩიქოვანი
- თამო გოგოლიძე
- ქეთი ალავერდაშვილი
- ელენე ბერიკაშვილი
- დუტა ჯავახიშვილი
- ნინო გოგუა
- მარინე ნინავა
- გიორგი ახობაძე
- ეკა ასათიანი
- ნუგო გოგბერაშვილი
[სია განახლებადია]
ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.