თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

31.12.25 15:39
თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია -  ინფორმაცია "პირველებს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

მათი ცნობით, თამარ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

"პირველების" ინფორმაციით, ქალი თბილისში ამ წუთებში გადმოჰყავთ. 

დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო აქტივისტს  ტერიტორიიდან აძევებენ. ეს კი ნიშნავს, რომ თამარი ახალგორში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.

თამარ მეარაყიშვილს ახალგორში მოხუცი მშობლები ჰყავს. 

„ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე თამილა აკაკიევნა მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას რდავებოდნენ და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები