მოქალაქეებმა ევა შაშიაშვილის გირაოს თანხა შეაგროვეს

31.12.25 17:05
მოქალაქეებმა ევა შაშიაშვილის გირაოს თანხა შეაგროვეს

მოქალაქეებმა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ქალის, ევა შაშიაშვილის გირაოს თანხა უკვე შეაგროვეს.

ნინო კალანდიას ინფორმაციით, შეგროვილია 7 300 ლარი. მისი თქმით, 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხა ევას გადაეცემა .

"ევასთვის შეგროვდა 7300 ლარი. გირაოს გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხა გადაეცემა ევას.
დიდი მადლობა ყველას  [...] ევა თავისუფალია არასაპატიმრო გირაოთი. დღესვე ნახავს თავის შვილს" -დაწერა ნინო კალანდიამ სოციალურ ქსელში.

აქტივისტმა წუთი-წუთზე უნდა დატოვოს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება. მას იქ ახლობლები, მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები ელოდებიან.

რაც შეეხება ევას გათავისუფლებას, როგორც ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ განმარტა, პროკურატურის პოზიცია იყო, რომ თუ შაშიაშვილი ბრალს არ აღიარებდა, მისთვის პატიმრობის შეცვლას არ დაეთანხმებოდნენ. 

ხაჭაპურიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ევას მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მისი ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია არ იცის, მოუწია ბრალის აღიარება - "თუმცა, ევას ახლა სტრატეგიული ობიექტის  ხელში ჩაგდება და გადატრიალება რომ არ უნდოდა, ხომ იცით თქვენც?"

პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ჩვენი დოკუმენტებები იყო არასაკმარისი, თუ ევა არ აღიარებდა ბრალს და არ ხდიდა მტკიცებულებებს უდავოდ. ჩვენ მტკიცებულებებს უდავოდ გავხდიდით, ყველა ხედავს ამას. რაც შეეხება ბრალს, როდესაც შენი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და შენი ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია არ იცი, და ხარ გაუსაძლის პირობებში, რა თქმა უნდა, ევა აღიარებს იმ ბრალს, მაგრამ  მოგეხსენებათ, რომ ევას ახლა სტრატეგიული ობიექტის  ხელში ჩაგდება და გადატრიალება რომ არ უნდოდა, ხომ იცით თქვენც? პროკურატურამ გამოხატა თავისი ნება, რა შემთხვევაში გაუკეთებდნენ ევას პატიმრობსი ნაცვლად აღკვეთი ღონისძებსი შეცვლას. პროკურატურასთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს მქონდა. ამდენი დრო იმიტომ დასჭირდათ, რომ მიაჩნდათ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო არსაკმარისი, თუმცა ყველა მტკიცებულება, რაც წარდგენილი გვაქვს, ასახავს ევას უმძიმეს მდგომარეობას, ასევე მისი ქალიშვილსი მდგომარეობას", - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

  • შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები